მშვიდობის საერთაშორისო დღე მუზეუმში

22 სექტემბერი 2015 - 22 სექტემბერი 2015
Share

22 სექტემბერს 15:00 საათზე მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმი ატარებს აქციას ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის და სთავაზობს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას ,,მშვიდობის საერთაშორისო დღე მუზეუმში".

21 სექტემბერს მთელი მსოფლიო აღნიშნავს მშვიდობის საერთაშორისო დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიოს საომარი მოქმედებებისა და ძალადობის შეწყვეტისაკენ.

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმის ექსპოზიციებს, ვიზუალური მასალის საშუალებით გაეცნობიან გაეროს მიერ დაარსებული მშვიდობის საერთაშორისო დღის ძირითად მიმართულებებს, მშვიდობის სიმბოლიკასა და მათ ისტორიას. მუზეუმის ეზოში ჩატარდება შემეცნებით-სახალისო აქტივობები.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.