ირინა გაბიანი - ახალი ვიდეოები

17 ივლისი 2015 - 17 ივლისი 2015
Share

2015 წლის 17 ივლისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს ირინა გაბიანის ვიდეო არტის ჩვენებას სახელწოდებით ,,ირინა გაბიანი - ახალი ვიდეოები". ღონისძიება გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში.

ვიდეო ნამუშევრებში გადმოცემულია ხელოვანის დამოკიდებულება სამყაროსა და ყოფიერების შესახებ. ირინა გაბიანი მხატვარია, რომელიც ამ თემებს მრავალჯერ უბრუნდება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მხატვრული ხერხით. ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება, ავტორის  16 ახალი ვიდეო ნამუშევარი.

მხატვარ-კონცეპტუალისტის ინტერესის სფეროა: გრაფიკა, ფერწერა, ფოტოგრაფია, ქანდაკება, ინსტალიაცია, ვიდეოარტი და პერფორმანსი.  1998 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ლუქსემბურგში.  ირინა გაბიანის ვიდეოები ნაჩვენები იყო ვენეციის 54-ე ბიანალეზე, ლუქსემბურგში, ევროპარლამენტის სასამართლოს საგამოფენო სივრცეში, ლუქსემბურგის "Design in the city"-ს მეორე ბიენალეზე და სხვა მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ექსპოზიციაზე.

ხელოვანის ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგევრდზე: www.irinagabiani.com   

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. N1.