წიგნის პრეზენტაცია - ,,ხითხუროობის ტრადიციული ხერხები და სამუზეუმო რესტავრაცია-კონსერვაციის პრაქტიკა“

04 ივლისი 2015 - 04 ივლისი 2015
Share

2015 წლის 4 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია - ,,ხითხუროობის ტრადიციული ხერხები და სამუზეუმო რესტავრაცია-კონსერვაციის პრაქტიკა".     

წიგნი მომზადდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და  ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის (Riksantikvaren) ერთობლივი პროექტის ფარგლებში და წარმოადგენს 2012 წელს ამავე სახელწოდებით გამოცემული სახელმღვანელოს მეორე, განახლებულ რედაქციას.

წიგნი ეთმობა ხის ნაგებობათა რესტავრაციის მეთოდიკას, პრინციპებსა და ზოგადად, რესტავრაციის ფილოსოფიას. მასში თავმოყრილია ნორვეგიის მუზეუმებში დაგროვილი რესტავრაცია-კონსერვაციის დიდი პრაქტიკული გამოცდილება, საქართველოში განხორციელებული ექსპედიციების, ასევე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართველ სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობის ანალიზის საფუძველზე მიღებული დასკვნები.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1.