თურქი საბავშვო მწერლისა და ქართველი მოსწავლეების შეხვედრა მუზეუმში

01 ივნისი 2015 - 01 ივნისი 2015
Share

2015 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში თურქეთის საელჩოსა და თბილისის თურქული კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

პროგრამას უძღვებოდა ცნობილი თურქი მწერალი და ილუსტრატორი ბეჰიჩ აქი. მან ქართველ ბავშვებს წაუკითხა მოთხრობა „კატების კუნძული" და ეკრანზე აჩვენა ამავე მოთხობისათვის შესრულებული ილუსტრაციები. ინტერაქტიული მეთოდის გამოყენებით ბავშვები თავად ხსნიდნენ წარმოდგენილ ილუსტრაციებს. 

დაახლებით 150-მდე მოსწავლე აღფროვანებით უსმენდა ბეჰიჩ აქის და აქტიურად მონაწილეობდა „ნახატების კითხვაში" - ასე უწოდებს ამ პროგრამას თავად ავტორი.

ბეჰიჩის აქის წიგნები ნათარგმნია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. პროგრამა „ნახატების კითხვა" წარმატებით განხორციელდა მრავალ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის საელჩო საქართველოში და თბილისის თურქული კულტურის ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან სამუზეუმო განათლების კუთხით.

მისამართი: ფურცელაძის ქ. # 1