ქართული არქეოლოგიური მისია ქუვეითში

01 მაისი 2011 - 01 აპრილი 2016
Share

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­სა და ქუ­ვე­ი­თის კულ­ტუ­რის, ხე­ლოვნე­ბი­სა და ლიტერატურის ეროვ­ნულ საბ­ჭოს შო­რის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს 2010 წელს მო­ე­წე­რა ხე­ლი. მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ავ­ლენს მი­სი­ას კუნ­ძულ ფა­ი­ლა­კა­ზე, რა­თა და­გეგ­მოს და უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ალ­-­ავაზიმის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგ­ლ­ზე მიმ­დი­ნა­რე გათხ­რებს. მსგავ­სი ტი­პის თანამშრომლობა ქუ­ვე­ი­თის მხა­რეს სხვა­დას­ხ­ვა დროს ჰქონ­და აშშ-ს, იტა­ლი­ის, საფ­რან­გე­თის, დი­დი ბრი­ტა­ნე­თის, სა­ბერ­ძ­ნე­თის, სპარ­სე­თის ყუ­რის არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის საბ­ჭოს, იორ­და­ნი­ის, სლო­ვა­კე­თი­სადა პო­ლო­ნე­თის წამ­ყ­ვან სა­მეც­ნი­ე­რო-­კ­ვ­ლე­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან.

2011 წლის გა­ზაფხულ­ზე ფა­ი­ლა­კა­ზე პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მი­სია ჩა­ვი­და. 2 თვის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად გა­ითხა­რა ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ყორ­ღა­ნი და მი­სი მიმ­დე­ბა­რე ტე­ რი­ტო­რი­ა. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მსგავ­სი ტი­პის კონ­ს­ტრუ­ქ­ცია მა­ნამ­დე ფა­ი­ლა­კა­ზე არ ყო­ფი­ლა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თ­ვე­ლო-ქუ­ვე­ი­თის მი­სი­ამ 2011 ჩა­ა­ტა­რა ტე­რი­ტო­რი­ის მცი­რემას­შ­ტა­ბი­ა­ნი კვლე­ვა, მოხ­და ძეგ­ლე­ბის და­ნომ­რ­ვა, მა­თი კო­ორ­ დი­ნა­ტე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა და ფო­ტოფიქ­ სა­ცი­ა. ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი და­ტა­ნილ იქ­ნა კუნ­ძუ­ლის სამ­ხ­რეთ-აღ­მო­ სავ­ლეთ ნა­წი­ლის სქე­მა­ტურ რუ­კა­ზე.

2012 წელს მი­სი­ის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი კვლე­ვის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შე­ნო­ბე­ბის შეს­წავ­ლა და კუნ­ძულ­ზე კვლე­ვის გაგ­რ­ძე­ლე­ბა იყო. შეს­წავ­ლი­ლ იქ­ნა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, შუ­ში­სა და კე­რა­მი­კის ფრაგმენტები და არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგ­ლ­ ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი სხვა ნივ­თე­ბი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ად­რებრინჯაოს და შუაბრინ­ჯა­ოს ხა­ნით თა­რიღ­დე­ბა. ამა­ვე დროს, გრძელ­დე­ბო­და შე­მო­გა­რე­ნის მეც­ნი­ე­რუ­ ლი კვლე­ვა და გათხ­რი­ლი ძეგ­ლე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი კონ­სერ­ვა­ცი­ა. მომ­დევ­ნო მი­სია ქუ­ვე­ით­ში 2013 წლის გა­ზაფხულ­ზე იგეგ­მე­ბა.