"ვითიბი ბანკის" საჩუქარი

26 ოქტომბერი 2011 - 26 ოქტომბერი 2011
Share

26 ოქტომბერს 11.00 საათზე ეროვნულ გალერეაში (რუსთაველის გამზირი #11), გაიმართება ნახატების გადაცემის ცერემონია, კერძოდ ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცემს მის ფლობელობაში არსებულ გიგო გაბაშვილის ნამუშევარს „მამაკაცის პორტრეტი“ და მარტიროს სარიანის ნამუშევარს "ქალიშვილის პორტრეტი", შესრულებული 1945 წელს.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ვითიბი ბანკის რისკების მართვის დირექტორი ნიკა ჩხეტიანი.

ვალერიან გაბუნია: ვითიბი ბანკი მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა გადაეცა ეს ნახატები ეროვნული მუზეუმისთვის, ამიერიდან მათი ნახვა ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. იმედს ვიტოვებთ გიგო გაბაშვილის და მარტირო სარიანის ეს ნამუშევრები ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ეროვნული გალარეის ექსოპოზიციაში.