28 მარტს გერმანიაში საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის პრემია გადაეცა.

28 მარტი 2015 - 28 აპრილი 2016
Share

28 მარტს გერმანიაში საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის პრემია გადაეცა.

ჰუმბოლდტის პრემია გერმანიის უმაღლესი ჯილდოა უცხოელი მეცნიერებისთვის. იგი ეძლევა იმ გამოჩენილ მეცნიერებს, რომელთა ფუნდამეტურ აღმოჩენებსა თუ თეორიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დარგის განვითარებაში. ალექსანდერ ჰუმბოლდტის ფონდი (გერმ. Alexander von Humboldt-Stiftung) - გერმანიის სახელმწიფოს ფონდი, პრემიის ლაურეატებს აძლევს შესაძლებლობას აწარმოონ კვლევები გერმანიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. ქართველ მეცნიერთაგან ჰუმბოლდტის პრემიით სხვადასხვა დროს დაჯილდოვდნენ ენათმეცნიერები ზურაბ სარჯველაძე და თამაზ გამყრელიძე, არქეოლოგი ოთარ ლორთქიფანიძე და მათემატიკოსი თეიმურაზ ფირაშვილი.

ფოტოზე ჰუმბოლდტის ფონდის პრეზიდენტი პროფ. ჰელმუტ შვარცი გადასცემს ჯილდოს დავით ლორთქიფანიძეს.