”კინო სივრცე” საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

14 მარტი 2015 - 30 ივნისი 2015
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს არასამთავრობო ორგანიზაციას "კინო სივრცე" (Film Space),  რომელიც ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს. პროექტი მოიცავს ოთხი თვის მანძილზე (მარტი-ივნისი 2015)  ყოველკვირეული ვორქშოფების ჩატარებას და მოკლემეტრაჟიანი  დოკუმენტური ფილმის გადაღებას. პროექტი დასრულდება აღნიშნული ფილმების ჩვენებით.

2015 წლის თებერვლში ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოვლინდა 5 გამარჯვებული ჯგუფი (ორკაციანი), რომლებიც გადაიღებენ 5 დოკუმენტურ ფილმს შემდეგ თემატიკაზე:

  • მშვენიერი საქართველო/ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
  • ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაფართოება
  • მრავალფეროვნების წახალისება/ კულტურული უმცირესობების გამოყოფა
  • სამოქალაქო საზოგადოება/ერთად მუშაობა ძლიერი საქართველოსათვის
  • კონფლიქტების გადაჭრა საქართველოს საზღვრებში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, პროექტის ფარგლებში,  ჩატარდება სასწავლო ვორქშოფები და მოეწყობა თანამედროვე ამერიკული დოკუმენტური ფილმების ჩვენებები. ვორქშოფებს ჩაატარებენ ქართველი რეჟისორები, ოპერატორები,  პროდიუსერები და აშშ-დან მოწვეული რეჟისორები - ჯეისონ დასილვა (Jason DaSilva) და ქრის სასფექტი (Chris Suspect).

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1