„მუზეუმი - 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო ცენტრი’’– საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჰარვარდის განათლების სკოლას მასპინძლობს

26 თებერვალი 2015 - 27 თებერვალი 2015
Share

26 თებერვალს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჰარვარდის განათლების სკოლის პროექტის -  Project Zero და ფონდ The Abundance Foundation, საქართველოში ჰარვარდის კლუბისა და National Geographic საქართველოს თანამონაწილეობით წარმოგიდგენთ საჯარო პრეზენტაციას თემაზე ,,მუზეუმი 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო ცენტრი".

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება გლობალური საგანმანათლებლო პროგრამა „გამოსვლა ედემიდან", რომელიც ჟურნალისტ პოლ სალოპეკის შვიდწლიანი მოგზაურობის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტი საზოგადოება National Geographic-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვის ხანის ადამიანის მარშრუტის გამეორებას - ფეხით მოგზაურობას აფრიკის კონტინენტიდან მთელ დედამიწაზე. პოლ სალოპეკი, რომელმაც მოგზაურობა 2013 წელს ეთიოპიაში, დიდი რიფების ხეობიდან დაიწყო, ამჟამად საქართველოში იმყოფება.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1

 

ინფორმაცია პარტნიორების შესახებ:

Project Zero ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების უმაღლეს სკოლასთან არსებული კვლევითი ცენტრია, რომელიც იკვლევს გონების, ცნობიერების, შემოქმედებითობის, ინტერდისციპლინარული და ინტერკულტურული აზროვნების არსს და ეთიკას. ცენტრის მკვლევარებმა შეიმუშავეს საგანმანათლებლო პროგრამა „გამოსვლა ედემიდან", რომელიც წარმოადგენს ინტერკულტურულ სასწავლო პლატფორმას მოსწავლეებისათვის. http://www.pz.harvard.edu, http://learn.outofedenwalk.com;

 ფონდი "Abundance Foundation", რომელიც დაფუძნებულია კალიფორნიის შტატში ასწავლის, ეხმარება და აძლიერებს ადგილობრივ ლიდერებს განავითარონ უნარები ცხოვრების ხარისხის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის. http://www.abundance.org

 „გამოსვლა ედემიდან" არის არაკომერციული საგანმანათლებლო და ჟურნალისტური ორგანიზაცია, რომელსაც მხარს უჭერენ შემდეგი ორგანიზაციები:  National Geographic, the Knight Foundation, Pulitzer Center on Crisis Reporting. პროექტის ავტორია ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი პოლ სალოპეკი. პროექტის მიზანია გააფართოოს ისტორიების ონლაინ გადმოცემის ჰორიზონტი მსოფლიოში შვიდწლიანი მოგზაურობის საშუალებით. http://www.outofedenwalk.com; http://outofedenwalk.nationalgeographic.com