აშშ-ის კონგრესის დელეგაციის სტუმრობა ეროვნულ მუზეუმში

14 თებერვალი 2015 - 15 თებერვალი 2015
Share

2015 წლის 14 თებერვალს აშშ-ის კონგრესის დელაგაცია კონგრესმენ პოლ რაიანის, ვიცე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა. გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ კონგრესის დელეგაციას მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერებინა. აშშ-ის წარმომადგენლობითი დელეგაცია თბილისში, აზიაში საქმიანი ვიზიტის წინ შეჩერდა. მათ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.