პროფესორ სტეფან ბატიუკის საჯარო ლექცია

10 დეკემბერი 2014 - 11 დეკემბერი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ,,ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაცია" ფარგლებში 10 და 11 დეკემბერს წარმოგიდგენთ ტორონტოს უნივერსიტეტის ახლო და შუა აღმოსავლეთის ცივილიზაციათა დეპარტამენტის და არქეოლოგიის ცენტრის მკვლევარის, პროფესორ სტეფან ბატიუკის საჯარო ლექციებს:

10 დეკემბერი 17:00 საათი - მიგრაციის შედეგები: მტკვარ-არაქსის კულტურის მიგრაციის გავლენა მახლობელ აღმოსავლეთში.

მტკვარ-არაქსის მიგრაცია, რომელიც დღემდე არქეოლოგიურად ყველაზე ზუსტად დასაბუთებულ უძველეს სამიგრაციო ნაკადს წარმოადგენს, ასწლეულების მანძილზე წარმოადგენდა ინტენსიური კვლევის საგანს.  მკვლევარები ძირითადად ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რატომ, ან როგორ მიემართებოდნენ მიგრანტები ახალი ტერიტორიებისაკენ, თუმცა კვლევები იმის გასარკვევად თუ როგორ განიცდიდნენ მიგრანტები ადაპტაციას ახალ საცხოვრებელ ადგილზე მწირია. აგრეთვე კვლევის სფეროს წარმოადგენს ის, თუ როგორ ახერხებდნენ აღნიშნული მიგრანტები ლოკალურ სოციალურ და ეკონომიკურ გარემოსთან მორგებას ისე, რომ კონფლიქტში არ მოსულიყვნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან.  აღნიშნულ ლექციაზე განხილული იქნება მტკვარ-არაქსის მეღვინეობა, როგორც კულტურა, რომელიც რეგიონში ეკონომიკური დარგის განვითარების საწინდარი გახდა.  რეგიონში მეღვინეობის კულტურის შეტანა იმიგრანტებს  გადარჩენაში   ახალ გარემოში, არამედ მოახდინა უდიდესი გავლენა ახლო აღმოსავლეთის კულტურაზეც. რეგიონში მეღვინეობის კულტურის შეტანა არა მხოლოდ იმიგრანტების გადარჩენის თვალსაზრისით იყო მნიშნველოვანი, არამედ იმითაც, რომ ამ პერიოდმა უდიდესი გავლენა მოახდინა აღმოსავლური კულტურის განვითარებაზე.

11 დეკემბერი 15:00 საათი - არქეოლოგიური გათხრები ისაიას „კერპთა სამეფოში”: ტორონტოს უნივერსიტეტის უახლესი კვლევები ტელ-ტაინატში (უძველესი კინალია).

დასავლელი მეცნიერები (მკვლევარები) დიდიხანია ეჭვქვეშ აყენებენ ებრაული ბიბლიის ტექსტის სანდოობას. მათი აზრით,  მისი ისტორიულ და არქეოლოგიურ წყაროდ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, ამ მოსაზრების მიუხედავად შეიძლება აღინიშნოს, რომ ბიბლიის გარკვეული თავები იმ ისტორიული ღირებულების მატარებელია, რომლითაც შეიძლება რიგი არქეოლოგიური მონაცემების გარკვევა. აღნიშნულ მოხსენებაში განხილული იქნება ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, ტელ-ტაინატის ძეგლზე მიმდინარე აღმოჩენების შესახებ, რომელზე მუშაობაც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც მიმდინარეობს. აღნიშნული აღმოჩენები  ძირეულად ცვლის აქამდე არსებულ წარმოდგენას რეგიონის ისტორიასა და კულტურაზე და ბიბლიური თავების გარკვეულ ნაწილსაც ახალ მნიშვნელობას სძენს.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1