ერმიტაჟი - დოკუმენტური ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

13 ნოემბერი 2014 - 13 ნოემბერი 2014
Share

2014 წლის 13 ნოემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ რეჟისორ ვახტანგ მიქელაძის მიერ ერმიტაჟის მუზეუმის შესახებ 2014 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე.

ფილმში მოცემულია დოკუმენტური კადრები ერმიტაჟის დაარსების, განვითარების, მუზეუმიდან ექსპონატთა გატანის, მათი აღდგენა/რესტავრაციის შესახებ. წარმოდგენილია თავად ერმიტაჟის შენობის არაერთხელ დანგრევისა და რეაბილიტაციის ისტორია. ფილმის ხილვა საინტერესო იქნება როგორც სამუზეუმო სფეროს სპეციალისტებისა და არქიტექტორებისათვის, ისე საგანმანათლებლო მიზნით, სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის.

ფილმი პირველად იქნება ნაჩვენები ქართული საზოგადოების წინაშე.ჩვენება გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ფურცელაძის ქუჩა 1).

დასწრება თავისუფალია!