წიგნის „Власть и герой. Наполеон Бонапарт“ საჯარო განხილვა

24 ოქტომბერი 2014 - 24 ოქტომბერი 2014
Share

2014 წლის 24 ოქტომბერს 16:00  საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ პროფესორ ივანე მენთეშაშვილის წიგნის  „Власть и герой. Наполеон Бонапарт" საჯარო განხილვაზე.

წიგნში განხილულია მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, ნაპოლეონის ეპოქა,  კერძოდ, ნაპოლეონის ხელისუფლების სათავეში მოსვლა 18 ბრიუმერის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. წიგნში მოცემულია პიროვნების, ძალაუფლების და მათი ურთიერთობის ხედვა რევოლუციური მოვლენების ფონზე, რომლებიც განაპირობებენ ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას.

განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ  პროფესორები: ვაჟა თვალავაძე (რედაქტორი), მერაბ კალანდაძე (რეცენზენტი, ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი), ინესა მერაბიშვილი (ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე, ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი), ვაჟა კეშელავა (ფილოსოფოსი), რევაზ კორინთელი (საქართველოს ანალიტიკოს ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე) და ვასილ კაჭარავა (თსუ ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორი).

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქუჩა 1.