მესტიის მუზეუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

24 სექტემბერი 2014 - 25 სექტემბერი 2014
Share

2014 წლის 24-25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით  „მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება“.

კონფერენციის მიზანია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის განხორციელების ხელშეწყობა რეგიონში და  ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობოის დაცვისა და განვითარების  სტრატეგიების  ჰარმონიზაცია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაცია 2011-2012 წლებში განხორციელდა. 2013 წელს მუზეუმი გაიხსნა ახალი ექსპოზიციით და განახლებული სახით შეუდგა მუშაობას. მუზეუმში რეგულარულად ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები: დროებითი ექსპოზიციები, სამუზეუმო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციები და სხვა.

აღნიშნულ კონფერენმციაზე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ის, ICCROM-ის და IUCN-ის წარმომადგენლები და მათი კოლეგები სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან განიხილავენ მსოფლიო მემკვიდრეობის, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის, წინაშე არსებულ გამოწვევებს და მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი ძეგლების მართვასა და განვითარებაში  საერთაშორისო ორგანიზაციების როლს,  გამოცდილებას და ამ კუთხით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია  და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

კონფერენციის მხარდამჭეწრები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი. მესტია, .იოსელიანის .7.