არქეოლოგიური საუბრები

26 მარტი 2014 - 23 აპრილი 2014
Share

26 მარტიდან - 23 აპრილის ჩათვლითყოველ ოთხშაბათს 12:00 საათზე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი და

მუზეუმის არქეოლოგიის სამეცნიერო საბჭო გიწვევთ

გაფართოებულ სხდომა-კონფერენციებზე - ,,არქეოლოგიური ოთხშაბათობები”.     

26 მარტი

1. გიორგი ბედიანაშვილი. ყობანის სამაროვანი და მისი კულტურული გარემო (ერ. შანტრის კოლექციის მიხედვით).

2. ნიკოლოზ გობეჯიშვილი. კოლხური და ყობანური კულტურების სამარხთა კონსტრუქცია და დაკრძალვის წესი.

3. ქეთევან თამაზაშვილი. საქართველოს პრეისტორიული ხანის სამთო წარმოების იარაღები (კვლევის პერსპექტივები და მსოფლიო გამოცდილება).

2 აპრილი

1. გელა გამყრელიძე, დავით მინდორაშვილი, ზურაბ ბრაგვაძე, მარინე კვაჭაძე.

ქ.ც. ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონის შესახებ.

2. რევაზ პაპუაშვილი. ვერცხლი, ტყვია და კალა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კოლხური სამროვნებიდან.

3. ქეთევან რამიშვილი. ჟინვალის განძი.

16 აპრილი

1. ვაჟა სადრაძე, ელგუჯა ღლიღვაშვილი. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამთავრული კულტურის დახასიათებისათვის.

2. თამარ სადრაძე, ვაჟა სადრაძე. შუაბრინჯაოს ხანის რამდენიმე თიხის ჭურჭელი ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან.

3. ირაკლი სოზიაშვილი. ადრე შუასაუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს კერამიკის კლასიფიკაციისათვის.

4. მაია პატარიძე. ბერლინის მუზეუმში დაცული იშვიათი ქართული მონეტის ატრიბუციისათვის. 

23 აპრილი

1. გურამ მირცხულავა, გურამ ჩიქოვანი, ჯონი აბულაძე, დიმიტრი ჟვანია. ზოგიერთი სიახლე არუხლო I-ის ნამოსახლარზე.

2. მერაბ ძნელაძე. ახალი მონაცემები ძველი თბილისის საფორტიფიკაციო სისტემის შესახებ.

3. გიორგი ნარიმანიშვილი, მერაბ ძნელაძე. არაბულენოვანი წარწერა ძველი თბილისის `დიღმის კარიდან~.

4. დიმიტრი ჟვანია, ჯონი აბულაძე. ძვალზე დამზადებული ბარისებური იარაღი არუხლო I-ის ნამოსახლარიდან.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია. ფურცელაძის უჩა 1.