შეხვედრა ისტორიის მასწავლებლებთან

04 თებერვალი 2014 - 04 თებერვალი 2014
Share

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციას შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში 2014 წლის 4 თებერვალს სიმონ ჯანაშიას სახელობის  საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა ასოციაციის წევრი მასწავლებლებისა და ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელთა შეხვედრა.

შეხვედრაზე საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა ისტორიის მასწავლებლებს გააცნეს მუზეუმის საგანმანათლებლო პოლიტიკა და მისი როლი ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში; მიმდინარე სამუზეუმო პროგრამები, მათი დანიშნულება და მიზნები.

სკოლების წარმომადგენლებმა  ისაუბრეს ისტორიის სწავლებისას მუზეუმის რესურსების გამოყენების საჭიროებაზე. მათი სურვილების გათვალისწინებით დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობა.