საჯარო ლექცია - ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა

07 თებერვალი 2014 - 07 თებერვალი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს.

2014 წლის 7 თებერვალს 15 საათზე პირველ მოხსენებას სახელწოდებით ,,ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა"  წაიკითხავს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, ანთროპოლოგიის დოქტორი მერაბ მიქელაძე.   

ლექცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში.  დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.

ლექცია განკუთვნილია ზრდასრულთათვის. 

დასწრება თავისუფალია. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი. 

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, მე-3 სართული.