საქართველო-იტალიის ერთობლივი არქეოლოგიური პროექტები

23 იანვარი 2014 - 23 იანვარი 2014
Share

2014 წლის 23 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში საქართველოიტალიის ერთობლივი არქეოლოგიური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფრედერიკა ფავიმ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და განათლების მინისტრის მოადგილეებმა  გიორგი რვაშიძე და  თამაზ მარსაგიშვილმა. 

პრეზენაციაზე განხილულ იქნა ქართულიტალიური თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული არქეოლოგიური პროექტები დმანისში, ძალისაში, ნაცარგორაში, არადეთის ორგორასა და ასპინაში.

პრეზენტაციის შემდეგ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში ქართულიტალიური არქეოლიგიური მისიის ამსახველი გამოფენა გაიხსება, რომელზეც წარმოდგენილიარქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და  იტალიის საელჩო საქართველოში.  

გამოფენა 2014 წლის 23 თებერვლამდე გაგძელდება.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.