ლექცია „სამყარო, ადამიანი და ტვინი".

20 ნოემბერი 2013 - 20 ნოემბერი 2013
Share

20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობართა საზოგადოება წარმოგიდგენთ ქართველი მეცნიერების გია დვალის, დავით ლორთქიფანიძისა და ზაზა კოკაიას ერთობლივ ლექციას „სამყარო, ადამიანი და ტვინი".

ლექციის მიზანია წარმოაჩინოს კოსმოლოგიაში, პალეოანთროპოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში ბოლო წლებში მიღწეული ფუნდამენტური აღმოჩენები. ლექციის ავტორების კვლევებს უშუალო კავშირი აქვს ამ აღმოჩენებთან და ისინი წარმოაჩენენ, თუ როგორ წარმართავს თანამედროვე მეცნიერება სამყაროს, ადამიანის წარმოშობის და ადამიანის არსის შემეცნების პროცესს.

ვინაიდან ლექციაზე დასწრება შეზღუდულია, მსურველებს შესაძლებლობა გეძლევათ თვალი ადევნოთ ლექციის ტრანსლირებას სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დარბაზიდან.

გაცნობებთ რომ რეგისტრაცია დასრულდა!