ევრაზიის უძველესი ადამიანი დმანისიდან

17 ივლისი 2013 - 17 ივლისი 2013
Share

2013 წლის 17 ივლისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფე წარმოგიდგენთ ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის რიდ ფერინგის პრეზენტაციას თემაზე "ევრაზიის უძველესი ადამიანი დმანისიდან".

დმანისის ადგილსაპოვებელი დღეს საქვეყნოდაა ცნობილი. აქ ევრაზიის პირველმოსახლეების შესახებ ღირსშესანიშნავი მონაცემებია მოპოვებული. დმანისის 7 მეტრამდე სიმძლავრის ვულკანური ფერფლის შემცველი ფენები, რომელიც 1.85-1.76 მილიონი წლითაა დათარიღებული, შეიცავს ცხოველთა ათასობით განამარხებულ ნაშთს, ქვის იარაღებსა და აქ მცხოვრები ჰომო ერექტუსის პოპულაციის შესანიშნავად შემონახულ ძვლებს. ეს ლექცია იმ ხანგრძლივი კვლევის მოკლე მიმოხილვაა, რომელსაც ქართული მხარის ხელმძღვანელობით მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი ატარებს. დეტალური ინფორმაცია წარსული გარემოს შესახებ წარმოდგენას გვიქმნის ოკუპაციის ტიპსა და ჰომო ერექტუსის საქმიანობაზე. ქვის იარაღების მატიანე იცვლება დროში ოკუპაციის ინტენსივობის მიხედვით, ხოლო ცხოველთა ძვლების უამრავი ნაშთი მიუთითებს ჰომო ერექტუსის წარმატებულ კონკურენციაზე დიდი ზომის მტაცებლებთან, მათ შორის, ხმალკბილა ვეფვებთან, იაგუარებსა და აფთრებთან.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.