ბავშვთა საერთაშორისო დღე ეროვნულ გალერეაში

01 ივნისი 2013 - 01 ივნისი 2013
Share

2013 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამით მასპინძლობს ბავშვებს.

13:00 საათიდან ეროვნული გალერეა მოზარდებს იწვევს დავით კაკაბაძისა და ნიკო ფიროსმანის ექსპოზიციების ფარგლებში შექმნილ შემეცნებით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. საგამოფენო სივრციდან მოზარდები გადაინაცვლებენ გალერეის ეზოში და მიღებული შთაბეჭდილებებით მოხატავენ დიდ პანოს, აგრეთვე ჯგუფურად და ინდივიდიალურად შექმნიან სხვადასხვა კოლაჟებსა და აბსტრაქტულ ნამუშევრებს.

მისამართი: ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.