ნიუიორკული სკოლიდან პოპ არტამდე

23 აპრილი 2013 - 27 აპრილი 2013
Share

ხელოვნებით დაინტერესებულ ზრდასრულ აუდიტორიას საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ ლექციათა ციკლს „ნიუიორკული სკოლიდან პოპ არტამდე".

კურსის შესახებ:

თანამედროვე  ხელოვნების ისტორია არ არის უბრალოდ  ჰერმეტიკულ  სტილთა  განვითრება, ის ხელოვნების შექმნაში ინტელექტუალური, სოციალური და ისტორიული ფაქტორების  შეტანილი  წვლილის  კომპლექსური მატრიცაა. სწორედ ამ  მიდგომას ეფუძნება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნინო გედევანიშვილის ლექციების კურსი, რომელიც  მოიცავს მე- 20 საუკუნის ხელოვნების ორ  მხატვრულ მიმდინარეობას - ამერიკულ ექსპრესიონიზმს და პოპ არტს.

 რატომ იყო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი წმინდა ამერიკული ფენომენი? რა იყო ამ მიმდინარეობის  ძირითადი იდეა და როგორ ინტერპრეტირდა ის  პოლოკის, როტკოს, დე კუნინგის და სხვა მხატვრების შემოქმედებაში? რა კავშირი ჰქონდა პოპ არტს  1960-იანი წლების ე.წ. კულტურულ რევოლუციასთან? როგორ განვითარდა მოვლენები და რა კავშირი ჰქონდა ამ პერიოდის ხელოვნებას პოლიტიკასთან - ლექციებზე ეს  საკითხები  ინტერაქტიულ ფორმატში განიხილება მრავალფეროვან ვიზუალური ინფორმაციის თანხლებით.

ლექციების განრიგი:

  • 23 მარტი 15:30 - მოდერნიზმის ბოლო გაბრწინება, რევოლუცია მხატვრობაში.
  • 30 მარტი 15:30 -  "Action painting" (მოქმედების ფერწერა), ჯექსონ პოლოკი და მისი მეტაფიზიკა.
  • 06 აპრილი 15:30 - "Color Filed painting" (ფერის მინდვრების მხატვრობა), კრეაციის პროცესიდან- რელიგიურ გამოცდილებამდე, მარკ როტკო და ბარნეტ ნიუმანი.
  • 13 აპრილი 15:30 - ყოველდღიური მოხმარების საგნების ტრანსფორმირება, პოპ-არტის დაბადება.
  • 20 აპრილი 15:30 ხელოვნება და პოლიტიკა
  • 27 აპრილი 15:30 პოპ-არტი და მისი მემკვიდრეობა

ლექციაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

ლექციაზე დასწრების ღიურებულება - 2 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 215 73 00.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.