საჯარო ლექცია - ,,შეცვალეს თუ არა ადამიანებმა კლიმატი?!”

17 აპრილი 2013 - 17 აპრილი 2013
Share

2013 წლის 17 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ მკვლევართა სკანდინავიური კლუბის ერთ-ერთი წევრის,  ფრედ გოლდბერგის ლექციას სახელწოდებით - ,,შეცვალეს თუ არა ადამიანებმა კლიმატი?!”

ფრედ გოლდერბეგი 1990 წლიდან მკვლევართა სკანდინავიური კლუბის წევრია.  პოლარული მკვლევარი და ისტორიკოსი, რომელიც ერთთვიანი ექსპედიციის შემდეგ, ახლახანს  დაბრუნდა ანტარქტიკიდან, საშუალებას აძლევს ქართულ აუდიტორიას  დაესწროს მის ლექციას და მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენის მოხდენა შუეძლია ადამიანებს კლიმატზე. ბატონი გოლდბერგი ლაზერული ფიზიკოსიც გახლავთ,  ასევე მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი მეტალურგიაში.  ოჯახური ტრაგედიის შემდეგ, მან გამოიგონა ახალი, ელექტრონული მართვის მოწმობა, რომელიც უკრძალავს მძღოლებს საჭის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას. 1995 წელს ევროპულმა კომისიამ ამ ნოვატორული იდეის გამო მას IT პრიზი გადასცა.  ფრედ გოლდბერგი შვედეთის მეფისგან მოგზაურთა კლუბის ვერცხლის მედლითაც არის  დაჯილდოვებული.

 თავისი საინტერესო კვლევებისა და ანალიზების წყალობით, იგი პირველი საერთაშორისო კლიმატის სკეპტიკოსთა კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორიც გახდა.  საქართველოს ეროვნული მუზეუმი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს დაესწრონ ფრედ გოლდბერგის საჯარო ლექციას და მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მსოფლიოში აღიარებული მკვლევარისგან.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1