საჯარო ლექცია “Between Light and White“

21 მარტი 2013 - 21 მარტი 2013
Share

ამერიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ლენა კილაძის „სტუდია L" გიწვევთ რიჩარდ მაიერი და პარტნიორების ოფისის ასოცირებული პარტნიორ -  ბერნარდ კარფის საჯარო ლექციაზე "Between Light and White" .

2013 წლის 21 მარტი 17:00 საათი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1.

ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით.

 

***

ბერნარდ კარფი, AIA-ს წევრი, ასოცირებული პარტნიორი. 2001 წელს ბერნარდ კარფი ასოცირებულ პარტნიორად დასახელდა. იგი რიჩარდ მაიერთან და პარტნიორებთან 1988 წლიდან მოღვაწეობდა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დაფასებული უფროსი მმართველი. კარფი უძღვება ფირმის ბევრ წამოწყებას, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი იყო პარტნიორი დიზაინერი ბურდა კოლექციის მუზეუმის მშენებლობისას, ბადენ-ბადენში, გერმანია, რომელიც 2004 წლის ოქტომბერში მხურვალე აპლოდისმენტებით გაიხსნა. ბატონი კრაფი ამჟამად მუშაობს შემდეგი ობიექტების დიზაინზე: საერთაშორისო ყავის პლაზა, ძვირადღირებული ოფისის კომპლექსი ჰამბურგში, კერძო რეზიდენცია ლუქსემბურგში, ჯესოლო ლიდოს სასტუმრო და კონდომინიუმის კომპლექსი იტალიაში.

ბატონი კარფის ისეთი მნიშვნელპოვანი პროექტებითაა დაკავებული, როგორებიცაა ჩარლის ქუჩის 165 ნომრის აპარტამენტები, ნიუ-იორკში; ორი განყოფილების მაღაზია Peek & Cloppenberg, გერმანიაში; ჰანს არფის მუზეუმი გერმანიაში, და ეურეგიო ბასელის ოფისის შენობა შვეიცარიაში. მისი ნამუშევრებია ასევე Canal+ Headquarters პარიზში, საფრანგეთი; და Siemens Corporate Headquarters მიუნხენში, გერმანია.

კარფმა არქიტექტურა და ლიტერატურა შტუდგარტის უნივერსიტეტში შეისწავლა, გერმანიაში, დიპლომა კი დარმშტატის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა. მას შემდეგ, რაც დაჯილდოვდა Deutscher Akademischer Austauschdienst (DAAD) 1986 წელს, მან განაგრძო განათელების მიღება და 1988 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი საქალაქო არქიტექტურის მიმართულებით კორნელის უნივერსიტეტში. ის არის ლიცენზირებული არქიტექტორი ნიუ იორკსა და გერმანიში.