პრეზენტაცია ”მიხეილ ბარათაშვილის დაბრუნება”

21 იანვარი 2013 - 21 იანვარი 2013
Share

2013 წლის 21 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მაია პატარიძის პრეზენტაცია "მიხეილ ბარათაშვილის დაბრუნება".

ქართული ნუმიზმატიკის ფუძემდებლის მიხეილ ბარათაევის (ბარათაშვილის) პირველი ნუმიზმატიკური კოლექცია 1874 წელს შეიძინა ბერლინის ბოდე მუზეუმის მიუნცკაბინეტმა. აღნიშნული კოლექცია ქართველი მეცნიერებისთვის დღემდე მიუწვდომელი იყო. 2012 წელს პრუსიის მემკვიდრეობის ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მაია პატარიძე იმყოფებოდა ბერლინის ბოდე მუზეუმში ბარათაევის (ბარათაშვილის) კოლექციის შესასწავლად. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ბერლინში ჩატარებული კვლევის შედეგები.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. #1.