საჯარო ლექცია -“ელ სიდერონის ნეანდერტალელთა ადგილ-საპოვარი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ევოლუციის ევროპული კვლევებისათვის”

11 დეკემბერი 2012 - 11 დეკემბერი 2012
Share

11 დეკემბერს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ფურცელაძის ქ. 1) ცნობილი ესპანელი მეცნიერი ანტონიო როსას ჩაატარებს ლექციას: "ელ სიდერონის ნეანდერტალელთა ადგილ-საპოვარი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ევოლუციის ევროპული კვლევებისათვის".1994 წელს ელ სიდრონის გამოქვაბულში აღმოაჩინეს ნეანდერტალების საცხოვრისი და 12 ინდივიდის ნაშთი. მათი მიტოქონდრიული დნმ-ის შესწავლის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ ისინი იყვნენ ერთი ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც კანიბალების მსხვერპლი გახდნენ. ეს აღმოჩენა ამყარებს მოსაზრებას, რომ ნეანდერტალელებს შორის გავრცელებული იყო რიტუალური ან ყოფითი კანიბალიზმი.დღემდე ელ სიდრონში ნაპოვნია ნეანდერტალელთა ყოფის ამსახველი 1800-მდე ნაშთი და 300 ზე მეტი ქვის არტეფაქტი. ელ სიდრონი დღესდღეისობით წარმოადგენს ევროპის ტერიტორიაზე 240 000 - 30 000 წლებში მცხოვრები ნეანდერტალელების ყოფის ამსახველ ყველაზე უფრო უხვ ადგილსაპოვარს. მეცნიერებათა დოქტორი ანტონიო როსას მადრიდის საბუნებისმეტყველო მეცნერებათა ეროვნულ მუზეუმის პალეონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

დასწრება თავისუფალია.