კონფერენცია “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია მუზეუმებში”

27 ნოემბერი 2012 - 28 ნოემბერი 2012
Share

2012 წლის 27-28 ნოემბერს იმართება კონფერენცია თემაზე: "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია მუზეუმებში", ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების მუზეუმების წამყვან სპეციალისტთა მონაწილეობით (მათ შორის ინკლუზიური მუზეუმების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ამარესვარ გალა (დანია) და სპლიტის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოშკო ბოჟანიკი (ხორვატია). კონფერენცია განიხილავს სამუზეუმო საქმიანობაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩართვის საკითხებს მუზეუმის კოლექციებისა და გამოფენების ინტერპრეტაციის პროცესში, გაანალიზებული იქნება აგრეთვე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, იდენტიფიკაციისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობა გლობალიზაციის პროცესის მიერ წარმოქმნილი გამოწვევების პირობებში (UNESCO-ს 2003 წლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციისა და ICOM-ის/მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე).

კონფერენცია იმართება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, "კავკასიის ფონდის", საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანაორგანიზატორობით.

მისამართი: ფურცელაძის ქ. #1/საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია