მკვლევართა კლუბის პრეზენტაცია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პროფესორ დავით ლორთქიფანიძის ლექცია ”უძველესი ადამიანის ნაკვალევი აფრიკის გარეთ”

15 ოქტომბერი 2012
Share

 

2012 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა მკვლევართა კლუბის პრეზენტაცია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პროფესორ დავით ლორთქიფანიძის ლექცია ”უძველესი ადამიანის ნაკვალევი აფრიკის გარეთ”.

1904 წელს ქალაქ ნიუ იორკში დაარსებული მკვლევართა კლუბი აერთიანებს სხვადასხვა დარგში მოღვაწე მკვლევარებსა და მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან. კლუბი ხელს უწყობს მიწის, ჰაერის და კოსმოსის შესწავლას, ფიზიკური, ბუნებრივი და ბიოლოგიური მეცნიერებების მხარდაჭერით და  საგანმანათებლო საქმიანობის პოპულარიზაციით.

კლუბი მეცნიერებსა და მკვლევარებს საექსპედიციო რესურსებით (დაფინანსებით, ონლაინ ინფორმაციითა, და კონსულტაიცებით) უზრუნველყოფს.

კლუბი საზოგადოებას სთავაზობს სალექციო პროგრამებს, პუბლიკაციებს, საერთაშორისო პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლის მიზანია საზოგადოებაში მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივება.