ვასილ წერეთლის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

18 ოქტომბერი 2012 - 20 ოქტომბერი 2012
Share

2012 წლის 18-20 ოქტომბერს თბილისსა და ჭიათურაში ტარდება გამოჩენილი ეროვნული მოღვაწის, ექიმისა და პუბლიცისტის ვასილ გიორგის ძე წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაზე წარმოჩენილი იქნება როგორც ვასილ წერეთლის მრავალმხრივი მოღვაწეობა, ისე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის საკვანძო საკითხები. კონფერენცია ჩატარდება 18-19 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ფურცელაძის ქუჩა # 1) და 20 ოქტომბერს ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში. თბილისში სხდომები დაიწყება დილის 11 საათზე, ხოლო ჭიათურაში 12 საათზე.

20 ოქტომბერს ჭიათურაში გაიხსნება ძმების - ვასილ და მიხაკო წერეთლების სახელობის ქუჩა და მემორიალური დაფა. გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების კრებული. კონფერენციის ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ჭიათურის მუნიციპალიტეტი.