წიგნის პრეზენტაცია “კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში”

09 ოქტომბერი 2012 - 09 ოქტომბერი 2012
Share

 

2012 წლის 9 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ რუსუდან გორგილაძის წიგნის “კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში” პრეზენტაციას.

წიგნი ქართული სამზარეულო და სანადიმო ტრადიციების მსოფლიო კულინარიული კულტურის ფონზე განხილვის პირველი ცდაა. საქართველო, როგორც წინა აზიის განუყოფელი ნაწილი, მრავალი კულტურის გავლენას განიცდიდა. „წიგნის მიზანია გავყვეთ ამ გავლენათა კვალს, რათა უკეთ გამოჩნდეს ის, რაც საკუთრივ ქართულია, ანუ რაც ამ გავლენებს ადგილზე ხვდებოდა“ - წერს ავტორი. „ქართული გემოს“ სპეციფიკის გამოსავლენად ავტორი მას „სხვა გემოებთან“ შედარებით განიხილავს. წიგნი დროსა და სივრცეში გვამოგზაურებს, რადგან საქართველოში გამოყენებული ძირითადი საკვები პროდუქტებისა და სანელებლების გავრცელებასთან დაკავშირებული ამბები სხვადასხვა კონტინენტებსა და კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებს მოიცავს.

წიგნი დაწერილია შემეცნებით-პოპულარული ლიტერატურის სტილში და განკუთვნილია მასობრივი მკითხველისათვის.

პრეზენტაცია იმართებეა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს ჰარვარდის კლუბის მხარდაჭერით.

მისამართი: რუსთაველის გამზ.3