ლექცია: " ბუნება, კულტურა, პეიზაჟი"

27 ივნისი 2012
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აგრძელებს საერთაშორისო კონფერენციათა ციკლს: "იდენტობა და კულტურა: კლოდ ლევი-სტროსის მემკვიდრეობა". 

2012 წლის 27 ივნისს 16:00 საათზე ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ცნობილი ფრანგი ანთროპოლოგისა და სოციოლოგის, ლევი-სტროსის სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენლის, პროფესორ მარკ ოჟეს (Marc Auge) ლექცია: " ბუნება, კულტურა, პეიზაჟი".

ლექციაზე დასწრება თავისუფალია! 

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია; ფურცელაძის ქუჩა. 1.