მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

11 ივნისი 2012 - 11 ივნისი 2012
Share

 

2012 წლის 11 ივნისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

განათლებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარების მიზნით, ეროვნული მუზეუმი და სოხუმის უნივერსიტეტი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში.

შეთანხმების საფუძველზე წარჩინებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს საშუალება მიეცემათ სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის აქტიურად გამოიყენონ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებული მძლავრი მატერიალური და ინტელექტუალური ბაზა.

მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძე.