საგანმანათლებლო პროგრამა

01 ივნისი 2012 - 01 ივნისი 2012
Share

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მოზარდებს იწვევს სხვადასხვა სახის საგანმანთლებლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

გალერეა გიმასპინძლებთ 12:00-დან 17:00 საათამდე.

დაგეგმილია შემეცნებითი ტურები, შეხვედრა მხატვარ ქეთევან მატაბელთან და მის ვორკშოპში ბავშვების ჩართვა, ასევე ბავშვების მიერ სხავადასხვა მასალით საკუთარი ნამუშევრების შექმნა ღია ცის ქვეშ (გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრეს ბაღი).

პროგრამა განკუთვნილია ყველა ასაკის მოზარდისთვის.

დასწრება თავისუფალია.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

ტელ.: 215 73 05 (შიდა ნომერი - 106 ან 115)

მობ.: 551 29 02 93; 593 91 04 72

მისამართი: რუსთაველის გამზირი №11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან).