ჩატარებული ღონისძიებები

04 ოქტომბერი 2018

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2018 წლის შემოდგომაზე გეგმავს სამ გამოფენას და საგანმანათლებლო პროგრამებს ქ. ფრანკფურტის სხვადასხვა მუზეუმში, რომელთა მიზანია წარმოვადგინოთ ადამიანის განვითარების ისტორია საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიაზე პრეისტორიული ეპოქიდან ანტიკური ხანის ჩათვლით.    
03 ოქტომბერი 2018

ნანა ბურჭულაძის ლექცია - "სვანეთის ხატები ბიზანტიური ხელოვნების კონტექსტში"

3 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მთავარი კურატორის, ნანა ბურჭულაძის ლექცია - „სვანეთის ხატები ბიზანტიური ხელოვნების კონტექსტში". 
30 სექტემბერი 2018

ანტიკური პერიოდის ბრინჯაოს ფიგურა საჩუქრად საქართველოს ეროვნულ მუზეუმს

  2018 წლის 30 სექტემბერს, „შატო მუხრანში“, რთველის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, კომპანიის დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს საზეიმოდ გადასცეს ახალგორში აღმოჩენილი ანტიკური პერიოდის, თავისი მნიშვნელობით უნიკალური, ბრინჯაოს ქანდაკება პირობითი სახელწოდებით „მშვიდობის მავედრებელი“.    
29 სექტემბერი 2018

ლია ბაგრატიონი - თიხა როგორც მეხსიერების ჭურჭელი

29 სექტემბერს, 15:00 საათზე, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების რუკა" ფარგლებში, კერამიკოსი ლია ბაგრატიონი გაუძღვება ინტერაქტიულ თამაშს „თიხა როგორც მეხსიერების ჭურჭელი". 
26 სექტემბერი 2018

ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, პანელ-დისკუსიაზე - ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება. 
24 სექტემბერი 2018

ICOM/CECA-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის"

24-28 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის". კონფერენცია ხორციელდება CECA-ს (ICOM-ის სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობების საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM საქართველოს ორგანიზებით.
24 სექტემბერი 2018

ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" წარდგენა და შეხვედრა მოქანდაკე გუჯი ამაშუკელთან

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" წარდგენა და შეხვედრა მოქანდაკე გუჯი ამაშუკელთან.
16 სექტემბერი 2018

მაია პატარიძის ლექცია სვანეთის ნუმიზმატიკური მასალის შესახებ

16 სექტემბერს, 18:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება მაია პატარიძის ლექცია - „სვანეთში აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეთნოლოგიურ-კონფესიური ასპექტები ძვ. წ. V - ახ.წ. XVIII საუკუნეებში". 
10 სექტემბერი 2018

ლექცია: ,,ბერნინი: ბაროკოს ეპოქის გენიოსი"

გამოფენის „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო" გახსნასთან დაკავშირებით, მუზეუმის „პალაცო კიჯი ინ არიჩა" დირექტორი, გამოფენის კურატორი, პროფესორი ფრანჩესკო პეტრუჩი წაიკითხავს ლექციას „ბერნინი: ბაროკოს ეპოქის გენიოსი". 
08 სექტემბერი 2018

ჩემი შესაძლებლობა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „ჩემი შესაძლებლობა“.
27 აგვისტო 2018

საერთაშორისო კონფერენცია „ეკოსისტემების იზოლაცია და ურთიერთკავშირი: ბიოტას აღზევება და დაცემა პონტო-კასპიის რეგიონში"

2018 წლის 27-29 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ეკოსისტემების იზოლაცია და ურთიერთკავშირი: ბიოტას აღზევება და დაცემა პონტო-კასპიის რეგიონში", RCMNS*-ის შუალედური კოლოქვიუმი და EU PRIDE*-ის დასკვნითი კონფერენცია. 
27 აგვისტო 2018

საერთაშორისო კონფერენცია „ეკოსისტემების იზოლაცია და ურთიერთკავშირი: ბიოტას აღზევება და დაცემა პონტო-კასპიის რეგიონში"

2018 წლის 27-29 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ეკოსისტემების იზოლაცია და ურთიერთკავშირი: ბიოტას აღზევება და დაცემა პონტო-კასპიის რეგიონში", RCMNS*-ის შუალედური კოლოქვიუმი და EU PRIDE*-ის დასკვნითი კონფერენცია.