ჩატარებული ღონისძიებები

21 ნოემბერი 2018

არქეოლოგ რამინ რამიშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სესია

2018 წლის 21 ნოემბერს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ არქეოლოგ რამინ რამიშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სესიას.   
01 ნოემბერი 2018

ლელა წიწუაშვილის ლექცია „დიეგო და ფრიდა"

1 ნოემბერს, 16:00 საათზე, მიმდინარე გამოფენის „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე" ფარგლებში გაიმართება გამოფენის კურატორის ლელა წიწუაშვილის ლექცია დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს ურთიერთობაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
30 ოქტომბერი 2018

ლექცია „გიდობის ხელოვნება"

30 ოტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გაიმართება მეცნიერების ფონდის „უდაბნო" თავმჯდომარის ლადო მირიანაშვილის ლექცია - „გიდობის ხელოვნება". 
23 ოქტომბერი 2018

წიგნის პრეზენტაცია: „ადრეფეოდალური ხანის ქართული ეთნოკულტურის ისტორიიდან"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ პროფესორ სოსო ჭანტურიშვილის წიგნის  „ადრეფეოდალური ხანის ქართული ეთნოკულტურის ისტორიიდან" პრეზენტაციას. 23 ოქტომბერი, 17:00 საათი. 
23 ოქტომბერი 2018

ტოკუგავა და სხვა ოსტატები

იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს ტოკუგავასა და სხვა ოსტატების კულტურულ ღონისძიებათა ციკლს. პროექტის ფარგლებში, 23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ტოკუგავა ნარიმასას საჯარო ლექცია.
20 ოქტომბერი 2018

თანამედროვე ხელოვნების რუკა - გიორგი ალექსი-მესხიშვილი

20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების რუკა" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა გიორგი ალექსი-მესხიშვილთან. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ბავშვებმა, სხვადასხვა მასალის გამოყენებით შექმნეს სცენის მოდელის დეკორაციები.
16 ოქტომბერი 2018

ლექცია: „ქრისტიანული მხატვრობის სახვითი ენის თავისებურება"

16 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, მარიამ დიდებულიძის საჯარო ლექცია - „ქრისტიანული მხატვრობის სახვითი ენის თავისებურება". 
12 ოქტომბერი 2018

ფრინველთა მიგრაციის მსოფლიო დღე 2018

ფრინველთა მიგრაციის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი National Geographiс საქართველოსთან, თბილისის ზოოპარკთან და „საბუკო"-სთან (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის) თანამშრომლობით, გიწვევთ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. 
06 ოქტომბერი 2018

თანამედროვე ხელოვნების რუკა - ჯგუფი ბულიონი

6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების რუკა" ფარგლებში, ჯგუფი ბულიონი ჩაატარებს საგანმანათლებლო პროგრამას ბავშვებისთვის.
04 ოქტომბერი 2018

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2018 წლის შემოდგომაზე გეგმავს სამ გამოფენას და საგანმანათლებლო პროგრამებს ქ. ფრანკფურტის სხვადასხვა მუზეუმში, რომელთა მიზანია წარმოვადგინოთ ადამიანის განვითარების ისტორია საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიაზე პრეისტორიული ეპოქიდან ანტიკური ხანის ჩათვლით.    
03 ოქტომბერი 2018

ნანა ბურჭულაძის ლექცია - "სვანეთის ხატები ბიზანტიური ხელოვნების კონტექსტში"

3 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მთავარი კურატორის, ნანა ბურჭულაძის ლექცია - „სვანეთის ხატები ბიზანტიური ხელოვნების კონტექსტში". 
30 სექტემბერი 2018

ანტიკური პერიოდის ბრინჯაოს ფიგურა საჩუქრად საქართველოს ეროვნულ მუზეუმს

  2018 წლის 30 სექტემბერს, „შატო მუხრანში“, რთველის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, კომპანიის დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს საზეიმოდ გადასცეს ახალგორში აღმოჩენილი ანტიკური პერიოდის, თავისი მნიშვნელობით უნიკალური, ბრინჯაოს ქანდაკება პირობითი სახელწოდებით „მშვიდობის მავედრებელი“.