ჩატარებული ღონისძიებები

12 მარტი 2010

მუზეუმი თქვენთან სტუმრად

პროექტი „მუზეუმი თქვენთან სტუმრად" საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ევროპული სკოლისა და არასამთავრობო ორგანიზაციის CHCA (ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი) თანამშრომლობის შედეგია. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდებისთვის. ეროვნული მუზეუმის კოლექციებზე დაფუძნებული ლექცია-პრეზენტაციები, მოიცავდა არქეოლოგიის, ისტორიის, ხელოვნების და ანთროპოლოგიის სფეროს.
23 თებერვალი 2010

ლექციების კურსი “ქრისტიანული ხელოვნება საქართველოში”

2010 წლის 23 თებერვალს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაშიიწყება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერორგანიზებული ლექციების კურსი "ქრისტიანული ხელოვნება საქართველოში".ლექციები 23 თებერვლიდან 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და განკუთვნილიასტუდენტებისა და უფროსი ასაკის აუდიტორიისათვის. 
26 იანვარი 2010

წიგნი ”ქართული დაზგური ფერწერა XVIII ს-ის II ნახევარი XX ს-ის 20-იანი წლები”

26 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა წიგნის "ქართული დაზგური ფერწერა XVIIIს-ის II ნახევარი XX ს-ის 20-იანი წლები" პრეზენტაცია. 
08 დეკემბერი 2009

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ”ჯიპიაი ჰოლდინგთან” პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს

8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, საზეიმო ვითარებაში, ხელი მოეწერება პარტნიორობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და "ჯიპიაი ჰოლდინგს" შორის.      
20 ნოემბერი 2009

ანტიკური კოლხეთის აღმოჩენები

20 ნოემბერს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში,ხმელთაშუა ზღვისა და წინა აზიის კულტურების მუზეუმში გაიხსნება გამოფენა ,,ანტიკური კოლხეთის აღმოჩენები''. 
12 ნოემბერი 2009

უძველესი თბილისი - დედაქალაქის არქეოლოგიურ ძეგლთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

12 ნოემბერი - 12 დეკემბერი 12 ნოემბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ისტორიის მუზეუმში ეწყობა ქ. თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის "უძველესი თბილისი" პრეზენტაცია.
09 ნოემბერი 2009

აფხაზეთობა 2009

 ეთნოგრაფიულ მუზეუმში "აფხაზეთობა 2009" გაიმართა.  სახალხო ზეიმი რესატვრირებული აფხაზური ოდის "აკუასკას" პრეზენტაციით გაიხსნა, სადაც საზოგადოება თავადი ანჩაბაძის სახლის ექსპოზიციას გაეცნო.     
19 ოქტომბერი 2009

ტექნოლოგია ხელოვნების ნაწარმოებთა რესტავრაციაში

19 ოქტომბერს 18.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ანალიზა ძარატინის ლექცია"ტექნოლოგია ხელოვნების ნაწარმოებთა რესტავრაციაში". ანალიზა ძარატინი, ლაციოს რეგიონის არქეოლოგიიის დარგის კურატორი და იტალიის კულტურის სამინისტროს წყალქვეშა არქეოლოგიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია.პროექტი ხორციელდება იტალიის პრეზიდენტის პატრონაჟით იტალიური ენის IX მსოფლიო კვირეულის ფარგლებში.
26 სექტემბერი 2009

განახლებული დმანისი

2009 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ განახლებულ დმანისის საველე-არქეოლოგიური მუზეუმში. 
03 ივლისი 2009

სამცხე-ჯავახეთის განახლებული მუზეუმი

ი. ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი დამთვალიერებელთა წინაშე განახლებული სახით წარსდგა. მუზეუმის საგამოფენო დარბაზებსა და საცავში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სრულიად შეიცვალა შიდა სივრცე. დამონტაჟდა კლიმატ-კონტროლის სისტემები. 
01 ივნისი 2009

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზაფხულო სკოლა

საზაფხულო სკოლები მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია.საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრმა დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე,საზაფხულო სკოლის სპეციალური პროგრამა მოამზადა, რომელიც 2009 წლის ივნისსა და ივლისში განხორციელდება.
23 მაისი 2009

ხალხური რეწვის დღეები

23-24 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულმუზეუმში ღია ცის ქვეშ  "ხალხური რეწვის დღეებს" წარმოგიდგენთ.