ჩატარებული ღონისძიებები

15 მაისი 2018

მუზეუმის ფესტივალი 2018

15-30 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალს! ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა, ვუმასპინძლებთ მსოფლიო შედევრებს იტალიიდან, ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაციები, მოეწყობა საჯარო ლექციები და სხვა. 
10 მაისი 2018

დიმიტრი თუმანიშვილის ლექცია „ცხოვრება და კულტურა 1918-1921 წლების საქართველოში"

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილის ლექციას: „ცხოვრება და კულტურა 1918-1921 წლების საქართველოში". 
04 მაისი 2018

ლექციათა ციკლი: გია ბუღაძე - „ქართული ხელოვნება - გარდამავალი ეპოქები"

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი, გთავაზობთ ლექციათა ციკლს.  4 მაისს, 16:00 საათზე, პირველ ლექციას წაიკითხავს გია ბუღაძე - „ქართული ხელოვნება - გარდამავალი ეპოქები".    
25 აპრილი 2018

წიგნის პრეზენტაცია - „ექსპერიმენტი, საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921"

25 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება ლონდონში მოღვაწე მკვლევრის ერიკ ლის წიგნის „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია" პრეზენტაცია. 
24 აპრილი 2018

2017 წლის საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სესია

წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის 2017 წლის საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილ სესიას.       
20 აპრილი 2018

სამეცნიერო კაფე - „ივრისპირეთის პალეონტოლოგიური ექსპედიცია“

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფეში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს მეცნიერებსა და ვიზიტორებს შორის. 
30 მარტი 2018

ხათუნა ცხადაძის ლექცია: „შლეგი ორლანდო: შეშლილი თუ შეყვარებული?"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტი წარმოგიდგენთ ხათუნა ცხადაძის ლექცია: „შლეგი ორლანდო: შეშლილი თუ შეყვარებული?". 30 მარტი, 15:00 საათი.     
23 მარტი 2018

გრიგოლ გეგელიას ლექცია „ჰუმანიზმი და მაკიაველი“

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტი წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლის რიგით მესამე ლექციას, რომელიც ეძღვნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენას - „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა". 
21 მარტი 2018

არქეოლოგიური ოთხშაბათობები 2018

21 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი და მუზეუმის არქეოლოგიის მიმართულების სამეცნიერო საბჭო გიწვევთ გაფართოებულ სხდომა კონფერენციებზე - ,,არქეოლოგიური ოთხშაბათობები".     
16 მარტი 2018

ირინე აბესაძის ლექცია: შალვა ძნელაძე 125

16 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში შალვა ძნელაძის საიუბილეო გამოფენის ფარგლებში გიწვევთ ირინე აბესაძის საჯარო ლექციაზე.
10 მარტი 2018

გია ბუღაძის ლექცია ,,მიქელანჯელო - ცხოვრება და შემოქმედება"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლის რიგით მეორე ლექციას, რომელიც ეძღვნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენას - „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა".
25 თებერვალი 2018

კინოჩვენება - „Hostis Publicus და თაბაშირის იუდა"

25 თებერვალს, 15:00 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ფილმის „Hostis Publicus და თაბაშირის იუდა" ჩვენება.