ჩატარებული ღონისძიებები

27 დეკემბერი 2016

ლექციათა ციკლი „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" - ვალერი ასათიანი

2016 წლის 27 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში გაიმართება პროფესორი ვალერი ასათიანის ლექცია.     
23 დეკემბერი 2016

ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია

2016 წლის 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში გიწვევთ მხატვრის საიუბილეო წიგნის პრეზენტაციაზე.    
20 დეკემბერი 2016

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის

2016 წლის 20 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორს გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.     
17 დეკემბერი 2016

შეხვედრა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის (იმსა) წარმომადგენლებთან

2016 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტმა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციას (იმსა) უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ისტორიის მასწავლებელმა. შეხვედრის დროს საგანმანათლებლო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ისტორიის მასწავლებლებს გააცნეს სამუზეუმო კოლექციები, ახალი გამოფენები და სამუზეუმო განათლების სპეციფიკა. 
15 დეკემბერი 2016

საჯარო ლექცია ,,ურბანული გარემოს გამოწვევები იუნესკოს ჩარჩოში - ისტორიული ურბანული ლანდშაფტის პარადიგმები``

2016 წლის 15 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ არქიტექტორ პამელა ჯერომის საჯარო ლექციაზე ,,ურბანული გარემოს გამოწვევები იუნესკოს ჩარჩოში: ისტორიული ურბანული ლანდშაფტის პარადიგმები''. 
13 დეკემბერი 2016

საგანმანათლებლო პროგრამის „ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში“ პრეზენტაცია

2016 წლის 13 დეკემბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია „ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში".     
12 დეკემბერი 2016

წიგნის „ნაპოლეონი" პრეზენტაცია და საჯარო განხილვა

2016 წლის 12 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ ივანე მენთეშაშვილის წიგნის „ნაპოლეონი" პრეზენტაცია და საჯარო განხილვა. 
08 დეკემბერი 2016

წიგნის პრეზენტაცია „ანანაურის დიდი ყორღანი 3“

2016 წლის 8 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ წიგნის „ანანაურის დიდი ყორღანი 3" პრეზენტაციაზე. 
07 დეკემბერი 2016

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის

2016 წლის 7 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. 
02 დეკემბერი 2016

ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია: ”სტალინის კულტი - საქართველო - მუზეუმი. რამდენიმე შენიშვნა საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის”

2016 წლის 2 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია "სტალინის კულტი - საქართველო - მუზეუმი. რამდენიმე შენიშვნა საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის".    
01 დეკემბერი 2016

”ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა”

2016 წლის 1 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლას" უმასპინძლა. ისტორიის შესწავლის თანამედროვე ტენდენციების და მოვლენების გლობალურ კონტექსტში დანახვის მნიშვნელობის შესახებ   „ნორჩ ისტორიკოსებს" საქართველოს ეროვნული მუზეუმის  გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის წევრებმა კი მათ  მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები და ახალი გამოფენა - „ქვის ხანის საქართველო" გააცნეს. 
24 ნოემბერი 2016

ნეკრესის დიდი ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევისა და რეაბილიტაციის პროგრამის საჯარო განხილვა

2016 წლის 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდება ნეკრესის დიდი ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევისა და რეაბილიტაციის პროგრამის საჯარო განხილვა.