ჩატარებული ღონისძიებები

19 მარტი 2019

კახეთის სიძველეების კვლევისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ კახეთის სიძველეების კვლევისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
15 მარტი 2019

გოგი ხოშტარიას ლექცია: „ლეონარდო და ვინჩის ისტორიული როლი რენესანსის ჩამოყალიბებასა და ევოლუციაში"

მულტიმედიური პროექტის ფარგლებში „ლეონარდო - Opera Omnia" გთავაზობთ ლექციას გოგი ხოშტარია: „ლეონარდო და ვინჩის ისტორიული როლი რენესანსის ჩამოყალიბებასა და ევოლუციაში". 
15 მარტი 2019

დოკუმენტური ფილმის ჩვენება: „ოქროდ ქცეული სიბრძნე - თრიალეთის თასი"

15 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ოქროდ ქცეული სიბრძნე - თრიალეთის თასი" სრული ვერსიის ექსკლუზიური ჩვენება და შეხვედრა პროექტის ავტორთან, ერმილე მაღრაძესთან.  
12 მარტი 2019

ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი - საქართველოს დამფუძნებელი კრება

12 მარტს, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საჯარო ლექცია და პოსტერების გამოფენა სახელწოდებით „ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი - საქართველოს დამფუძნებელი კრება". 
10 მარტი 2019

ლევან ბერძენიშვილის ლექცია „კედელთან მიყენებული მწერლობა"

10 მარტს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება ლევან ბერძენიშვილის ლექცია „კედელთან მიყენებული მწერლობა". 
07 მარტი 2019

სალვატორე მოლტისანტის ლექცია: „ლეონარდო და მუსიკა"

მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს - „ლეონარდო - Opera Omnia" ფარგლებში, ცნობილი იტალიელი პიანისტი, საერთაშორისო კონკურსის „Ibla Frand Prize" სამხატვრო ხელმძღვანელი სალვატორე მოლტისანტი წაიკითხავს ლექციას „ლეონარდო და მუსიკა". 
07 მარტი 2019

თანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის

2019 წლის 7 მარტს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების (კონკორდატის) ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა.    
05 მარტი 2019

ლექცია „ლხინისა და დღეობის თემა ქართულ მოდერნისტულ მხატვრობაში"

ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძის ლექციაზე, სადაც თემატურად იქნება განხილული ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძის, ელენე ახვლედიანის, ფელიქს ვარლამიშვილისა და შალვა ძნელაძის მხატვრობის ნიმუშები.    
04 მარტი 2019

სამურაის საბრძოლო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია

2019 წლის 4 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის სამურაის საბრძოლო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია და ღონისძიებათა ციკლის „ტოკუგავა და სხვა ოსტატები" შემაჯამებელი შეხვედრა.
02 მარტი 2019

გია ბუღაძის ლექცია „ლეონარდო - უცნობი და ნაცნობი"

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ლექციათა ციკლს ცნობილი იტალიელი მხატვრის, მოქანდაკის, არქიტექტორის, გამომგონებლის, ინჟინერისა და მეცნიერის - ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. პირველ ლექციას გამართავს გია ბუღაძე: „ლეონარდო - უცნობი და ნაცნობი".ლექციის დრო: 2 მარტი, 14:00
25 თებერვალი 2019

საჯარო ლექცია "სამთავროს სამაროვნის კრამიტსამარხები"

25 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის თბილისის კოლექციებში აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის ლაბორანტის ქრისტინე შავლაყაძის მოხსენება თემაზე: ,,სამთავროს სამაროვნის კრამიტსამარხები''.  
23 თებერვალი 2019

ეკა კიკნაძის ლექცია: "ქართული მხატვრობა მოდერნიზმიდან წითელ ტერორამდე"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ მომდევნო ლექციას გამოფენის ფარგლებში - "წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები".