ჩატარებული ღონისძიებები

02 თებერვალი 2016

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის

2016 წლის 2 თებერვალს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. 
30 დეკემბერი 2015

თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის

30 დეკემბერს 13:00 საათზე ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, საზეიმო ვითარებაში ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს. 
30 ნოემბერი 2015

ცნობილი გერმანელი მეცნიერის ლექცია „კულტურათა კავშირი: ჰომინიდი, ადამიანი და მუზეუმი"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აგრძელებს საჯარო ლექციების ციკლს მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერების მონაწილეობით და გთავაზობთ ფრანქფურტის ზენკენბერგის მუზეუმის წამყვანი მეცნიერის, პროფესორ ფრიდმან შრენკის საჯარო ლექციას „კულტურათა კავშირი: ჰომინიდი, ადამიანი და მუზეუმი". 
27 ნოემბერი 2015

დევიდ ფლემინგის ლექცია „მუზეუმების სოციალური როლი"

2015 წლის 27 ნოემბერს 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში  რეგიონული ვორქშოფის ფარგლებში წამყვანი სამუზეუმო ექსპერტი, ლივერპულის ეროვნული მუზეუმების გენერალური დირექტორი, ევროპის მუზეუმების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის მუზეუმების ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი დევიდ ფლემინგი გამართავს საჯარო ლექციას „მუზეუმების სოციალური როლი". 
15 ნოემბერი 2015

საჯარო ლექცია „სამყარო და სიცოცხლე, რეკონსტრუქცია და მოდელირება“

15 ნოემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ სამეცნიერო კაფეს გახსნაზე, სადაც ერთობლივ ლექციას გამართავენ ცნობილი ამერიკელი პალეო-არტისტი ჯონ ანტონი გურჩი და ქართველი მეცნიერები გია დვალი, ზაალ კოკაია და დავით ლორთქიფანიძე.
14 ნოემბერი 2015

დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების პრეზენტაცია

2015 წლის 14 ნოემბერს 16:00 საათზე „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში გაიმართება ცნობილი ამერიკელი პალეო-არტისტის, ჯონ ანტონი გურჩის მიერ დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების საზეიმო პრეზენტაცია. 
10 ნოემბერი 2015

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ „მეცნიერებისა და ინოვაციების  საერთაშორისო კვირეულზე"    
07 ნოემბერი 2015

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მუზეუმების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები"

2015 წლის 7-9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მუზეუმების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები". 
21 ოქტომბერი 2015

ზაფხული სვანეთის მუზეუმში 2015

2015 წლის ზაფხულში სვანეთის მუზეუმმა მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლა. მუზეუმში გაიხსნა საგანმანათლებლო ცენტრი, მედიათეკა, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის გამოფენა. ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებშიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე გაიმართა ,,საუბრები მუზეუმში", სპექტაკლები, საჯარო ლექციები და სხვა მრავალი საინტერესო აქტივობა. 
06 ოქტომბერი 2015

#მუზეუმიფოკუსში - საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე Instagram-ზეა

6 ოქტომბერს 19:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში გიწვევთ ეროვნული მუზეუმის Instagram გვერდის ოფიციალურ პრეზენტაციასა და ფოტოგამოფენაზე. 
25 სექტემბერი 2015

ICOM-ICLM-ის საერთაშორისო კონფერენცია „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“

2015 წლის 25-28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს ICOM-ICLM-ის (ლიტერატურის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი), საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა".
22 სექტემბერი 2015

მშვიდობის საერთაშორისო დღე მუზეუმში

22 სექტემბერს 15:00 საათზე მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმი ატარებს აქციას ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის და სთავაზობს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას ,,მშვიდობის საერთაშორისო დღე მუზეუმში".