სკოლები და მასწავლებლები
Share

23 აპრილიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში მოსულ ყველა სკოლის მოსწავლეს გადაეცემა უფასო ბილეთი განმეორებითი ვიზიტისათვის.

აღნიშნული ბილეთით მოსწავლეს საშუალება ეძლევა ხელმეორედ ესტუმროს მუზეუმს და მისი წარდგენისას უფასოდ დაათვალიეროს მიმდინარე გამოფენები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ამოცანაა, აღნიშნული აქციით, სკოლის მოსწავლეებს მიეცეთ სტიმული უფრო ხშირად ეწვიონ ჩვენს ექსპოზიციებს.

ბილეთი ერთჯერადად იმოქმედებს 2013 წლის 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი (შ. რუსთაველის გამზ.3), ეროვნული გალერეა (შ. რუსთაველის გამზ.11), გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ (კუს ტბის გზატკეცილი 1) და ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი (ლ. ქიაჩელის ქ.12).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახური 299 71 76.