სამეცნიერო პროექტები

12 სექტემბერი 2019

ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა

დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია - ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი. 
26 აგვისტო 2019

ალაზნის ველზე ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოჩნდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა.    
13 აგვისტო 2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია რაბათის ნამოსახლარზე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია აწარმოებს არქეოლოგიურ კვლევებს ასპინძის რაიონში, სოფელ ზველში, ადგილ რაბათზე.
07 აგვისტო 2019

50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლო ცუცხვათის მღვიმოვანში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობს.
16 ნოემბერი 2016

მდინარე ხანისწყალთან აღმოჩენილი სეპტარიები

2016 წლის 27 ოქტომბერს ეროვნული მუზეუმის გეოლოგებისა და პალეონტოლოგების ჯგუფი იმყოფებოდა ქალაქ ბაღდათში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში აღმოჩენილი "განამარხებული ცხოველის ფორმის უცნაური ქვების" წარმოშობის დასადგენად. 
14 ნოემბერი 2016

აღმოჩენა სოფელ მატანთან

ახმეტის რაიონის სოფელ მატანთან ახლოს პრეისტორიული ცხოველის ნაშთები აღმოჩნდა. 
10 აგვისტო 2016

ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია

ქარელის რაიონში „დედოფლის გორაზე" უკვე მეოთხე სეზონია მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ძვ.წ. IV ათასწლეულის - ახ.წ. VI საუკუნით დათარიღებულ მრავალფენიან ძეგლს შეისწავლის.    
11 ივლისი 2016

ქართულ-ავსტრალიური არქეოლოგიური კვლევები საქართველოში

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტს შორის  თანამშრომლობა მრავალი წელია მიმდინარეობს. არქეოლოგიაში ქართულ-ავსტრალიური კვლევების (GAIA) ფარგლებში საველე სამუშაოები ხორციელდება 2009 წლიდან. თავდაპირველად არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა სამთავროს ველზე და ქალაქ მცხეთის მიდამოებში. 
20 ივნისი 2016

არქეოლოგიური კვლევა ნეკრესის ნაქალაქარის დიდ ბაზილიკაზე

2016 წლის მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნეკრესის ნაქალაქარის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ განაახლა კვლევები ქალაქ ყვარლის მახლობლად, მდ. დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად "დოლოჭოპის" სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. ეს არის ქართული ქრისტიანული არქეოლოგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, კავკასიის მიწის ქვეშ შემონახულ ქრისტიანულ ბაზილიკათაგან ჯერჯერობით უდიდესი და ერთ-ერთი უძველესი ნატაძრალი. 
16 ივნისი 2014

როტშილდის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

16 ივნისს საქართველოში ვიზიტით მყოფ როტშილდის ფონდის წარმომადგენლები სოფი ჰირთსი და ჯეკ ლოჰმანსი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.
02 ივნისი 2014

საყდრისის მაღაროების საიდუმლო

ქვემო ქართლში, საყდრისში, მსოფლიოში უძველესი ოქროს წარმოების კერა აღმოჩნდა, სადაც ძვ.წ. IV ათასწლეულიდან იწყება ოქროს სამთო წესით მოპოვება. არქეოლოგიური კვლევები საყდრისში სენსაციური აღმოჩნდა. იგი შეფასდა როგორც მსოფლიოში ოქროს სამთო წარმოების უძველესი ძეგლი, რის შედეგადაც 2006 წელს საყდრისი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა შეტანილი. ძეგლზე 15-ზე მეტი გვირაბი და სამუშაო მოედანი გამოვლინდა, ის ადგილები, სადაც უშუალოდ ხდებოდა მოპოვებული ოქროს მადნების პირველადი დამუშავება.